Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
ambebi.ge
19 May 2017, 22:20
ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.

ნინომ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა. ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღეს მინსკში მედლები ქალთა შორის 48, 60 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 52, 68 და 90 კგ-მდე წონებში გათამაშდა. ტურნირზე დარჩენილ წონებში ასპარეზობა 20 და 21 მაისს გაიმართება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი